სოფელი საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული წრომი).
მდებარეობს თრიალეთის ქედის განშტოების, ყელეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 910 მ-ზე, ხაშურიდან 15 კმ-ში, წრომიდან 3 კმ-ში. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა. ამჟამად დაცლილია მოსახლეობისგან. სოფლის სასაფლაოზე დგას ღვთისმშობლის ეკლესია.
demografia
2002 წელს სოფელში იყო 35 მცხოვრები - ოსები (51 %) და ქართველები (49 %). 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
35 |
18 |
17 |
2014 |
0 |
0 |
0 |
|